მე-10 მოწვევის პარლამენტი

ბოლქვაძე ღარიბაშვილს: დარწმუნებული ვარ, თქვენი მოღვაწეობა იქნება ეფექტური, როგორც ყოველთვის

გილოცავთ პრემიერმინისტრობას! დარწმუნებული ვარ, თქვენი შემდეგი მოღვაწეობა იქნება ძალიან ეფექტური, როგორც ყოველთვის და მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა თქვენს მიმართ. თქვენ სწორედ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელსაც პოლიტიკური პარტია "ოცნების" ჩამოყალიბებაში და მის იდეოლოგიაში უდიდესი როლი მიუძღვის. თქვენს პრინციპულობას ნამდვილად მივესალმები და ჩემი სრული მხარდაჭერა თქვენ!

ასე მიმართა პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს, ქართული ოცნების წევრმა, ელისო ბოლქვაძემ პარლამენტის სხდომაზე.

კომენტარები