პირდაპირ ვთქვათ, რომ უკვე 30 წელია, ერთ წრეზე ვტრიალებთ, გარღვევას ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ. წინა ხელისუფლების დროს, ჩვენ არაერთი ფასადური რეფორმისა და ფასადური განახლების მომსწრენი გავხდით და დესტაბილიზაციის მცდელობები, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოს დასუსტების მიზნით ჩადენილი მიზანმიმართული ქმედებაა. ვფიქრობ, სწორედ ფასადური მითები უნდა დავანგრიოთ, რომელიც ათწლეულებია, აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ასეთი მითია, სუსტი და მცირე სახელმწიფოს იდეა, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში რაც შეიძლება ნაკლებად ჩაერიოს და მაშინ ბაზრის უხილავი ხელი თავისით დაარეგულირებს ყველაფერს. ვგულისხმობ იმ კონტექსტს, რომელიც დღეს ქვეყანაში და მსოფლიოში არსებობს. პროცესების თვითდინებაზე მიშვებით განვითარების პრეცედენტი ისტორიამ არ იცის, არც ამერიკა და არც ევროპა ამ გზით არ განვითარებულა...
tbl.ge/5fjd
დაკოპირდა

ირაკლი ღარიბაშვილმა ამ თემაზე პარლამენტში ისაუბრა. საკანონმდებლო ორგანომ დღეს ახალი პრემიერმინისტრი და მთავრობის განახლებული შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს.
ამავე თემაზე
- ქვრივიშვილი: სპარსეთის ყურის ქვეყნებში გაძლიერდა ნდობა, რომ ჩვენი მომავალი პოზიტიურია
- სებ ჩინურ CIPS-თან თანამშრომლობაზე: არ წარმოადგენს SWIFT-ის ალტერნატივას
- კობახიძე: ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა
- საქართველოს მოსახლეობის 56% ეკონომიკურ კრიზისს ელის – ACTR-ის კვლევა
- ყოველ მე-5 მოქალაქეს სესხზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აქვს – "საზოგადოება და ბანკები"




