ნიკა მელიას საქმე

მელია: საერთაშორისო საზოგადოება უკვე ალაპარაკდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა თვეების წინ

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას შეფასებით, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე უკვე ალაპარაკდა ისე, როგორც ეს ოპოზიციას თუნდაც თვეების წინ სურდა. 

"ეს არის ჩვენი სამოქალაქო, პოლიტიკური პროტესტის უკიდურესი ფორმა, რამაც დიახ, შედეგი გამოიღო, იმ თვალსაზრისით, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება უკვე ალაპარაკდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა, რომ ალაპარაკებულიყო, თუნდაც მინიმუმ თვეების წინ, მაგრამ, როგორც ჩანს სხვადასხვა ეტაპი უნდა გაგვევლო, რომ აქამდე მოვსულიყავით". – თქვა ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში.


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ გაატანდნენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავენ.

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს.

კომენტარები