დიდი ბრიტანეთი

პრინცი ფილიპე საავადმყოფოში გადაიყვანეს

16 თებერვალს, საღამოს, გაერთიანებული სამეფოს პრინცი ფილიპე საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მან თავი შეუძლოდ იგრძნო. ბუკინგემის სასახლის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ექიმის რჩევით, სიფრთხილის ზომიდან გამომდინარე მიიღეს.

99 წლის ედინბურგის ჰერცოგი მეფე ედუარდ VII-ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს დარჩება.

 

 

კომენტარები