ნიკა მელიას საქმე

მელია: რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ეს იქნება შიშით ნაკარნახები გადაწყვეტილება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რა  გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო, მისი თქმით, ორივე შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება შიშით ნაკარნახები იქნება. 

"ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გაფორმდეს, მიიღონ არა, გადაწყვეტილებას იღებენ როცა მსჯელობენ, ფიქრობენ, უბრალოდ გააფორმებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკურად ოცნებამ უკვე მიიღო. ორივე შემთხვევაში ეს იქნება შიშით ნაკარნახები, თუ მურუსიძის სასამართლო გააფორმებს  პატიმრობას, ეს  იქნება შიშით ნაკარნახები, სანქციის გაცემა არდაპატიმრებაზე, ესეც იქნება შიშით გაკეთებული 

არ ვიცი შიში რას გააკეთებინებს დღეს ქართულ ოცნებას". - ამბობს მელია. 

მისივე თქმით, ის გავრილოვ-ივანიშვილს საქმეს არ გაუადვილებს, ამიტომ არ ისაუბრებს იმაზე, თუ რა გეგმა აქვს იმ შემთხვევაში, თუ მას სასამართლო პატიმრობას შეუფარდებს. 

"გავრილოვის საქმეზე და გავრილოვის დავალებით ვერცერთ საქართველოს მოქალაქეს გავრილოვი კომბინაციაში ივანიშვილთან, ვერ დაიჭერს, მორჩა და გათავდა. არ მინდა გიპასუხოთ, რას ვაპირებ, რატომ უნდა გითხრათ, რატომ უნდა გავუადვილო ცხოვრება გავრილოვ-ივანიშვილს. 

დღეს ერთ მხარეს დგას ქართული ეროვნული მოძრაობა,  მეორე მხარეს დგას რა - ოკუპანტების ინტერესი და ოლიგარქის წარმომადგენლები. ახლა ჩვენი არჩევანი არის, ვინ სად დადგება. ან დგები აქ - სადაც არის ქართული სახელმწიფოს ინტერესი, ან მეორე მხარეს, სადაც არის მტრულად განწყობილი მხარე. 

ამიტომ ამ ჭრილში საუბარი, რიგით პროკურორზე - ბატონ მურუსიძეზე, თალაკვაძეზე, კალაძეზე, უხერხულიც კი არის, ეს ხალხი არ არიან პოლიტიკოსები, ისინი აქ დასაქმებულები არიან, ესენი დაასაქმა ივანიშვილმა და ემსახურებიან ამ ადამიანებს და ივანიშვილი, თავის მხრივ, არის დასაქმებული.". - ამბობს მელია. 

ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს, 17 თებერვალს, ამ წუთებში იმართება. საქართველოს პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძების შეცვლასა და მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. გუშინ, 16 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ იმუნიტეტი მოუხსნა.

კომენტარები