ნიკა მელიას საქმე

მდინარაძე: ენმ და სააკაშვილი მელიას ციხეში მოსახვედრად ყველაფერს აკეთებენ

მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას გენეტიკურ კოდში უდევთ ადამიანის დაჭერა და ამ გზით რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა. როცა ხელისუფლებაში არ არიან და პროკურატურა და სასამართლო დამონებული არ ჰყავთ, როგორც თავის დროზე ჰყავდათ, ახლა უკვე მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რომელსაც სამწუხაროდ, ნიკა მელიაც უერთდება, იჭერენ ნიკა მელიას.

ნიკა მელიას ციხეში მოსახვედრად ყველაფერს აკეთებენ და ყველა მათი გადაწყვეტილება აქეთ მიდის. ალბათ დასკვნების გამოტანა ძალიან მარტივია. მიხეილ სააკაშვილი წაქეზებით და საკუთარი გადაწყვეტილებით იჭერს თავისი პარტიის თავმჯდომარეს, ლიდერს, სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს.

ნიკა მელია გირაოს თუ გადაიხდის, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ შეიცვლება

პირველი არხის ცნობით, თქვა ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას საქმეზე.

კომენტარები