ნიკა მელიას საქმე

ჰარცელი: ვშიშობ, რომ ნიკა მელიას საქმეს ექნება დიდი გავლენა პოლიტიკურ ლანდშაფტზე

ბოლო დღეების განმავლობაში ამ საკითხზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ, როგორც ყოველთვის, კომენტარს არ გავაკეთებ უშუალოდ სასამართლო საქმეზე, რადგან ეს მიმდინარე საქმეა და მას ყველამ პატივი უნდა სცეს.

მე ვიტყოდი, რომ ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკურ ლანდშაფტში ვნახეთ ტემპერატურის მკვეთრი მატება. მე ვხედავ რისკს, რომ დღევანდელი მოვლენებისა და ტრაექტორიის გათვალისწინებით, შესაძლოა, მივდივართ პრობლემის გაღრმავებისკენ.

მე ვშიშობ, რომ ამ საქმეს ასევე ექნება დიდი გავლენა პოლიტიკურ ლანდშაფტზე და შეუძლებელი იქნება საერთო საფუძვლის, საერთო გადაწყვეტის მოძებნა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ნიკა მელიას საქმეზე. პროკურატურა ენმ-ის თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. საქმეს სასამართლო დღეს განიხილავს. (გამოყენებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი).

კომენტარები