ნიკა მელიას საქმე

სააკაშვილი მელიაზე: მივმართავ ივანიშვილს – ჭკუით იყავი, მაინც ვერაფერს დაგვაკლებ

მინდა, მივმართო ივანიშვილს მელიას თაობაზე - დამთავრდა ის დრო, როცა უპრაგონოდ იჭერდი, ხან ვაშლის თლაზე, ხან კოსტუმებზე და ხან სხვა ათასგვარ სისულელეზე. არავის ამის აღარ სჯერა. ვერ დაიჭერ. ტყუილად გგონია, რომ თუ ახლა ვიღაც ამაზე თვალებს ხუჭავს, ძალიან მალე მთელი საერთაშორისო მეგობრობა დადგება ფეხზე და მარტო სანქციები კი არა, არ აგცდება შენ პირადად სისხლის სამართლის საქმეები. 

არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის - ჩემი არამეგობრული მაგრამ დაჟინებული რჩევაა, ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ არდაჭერის გადაწყვეტილება, ვითომ დამოუკიდებელი სასამართლოა. ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უფრო უარესი, პირადად ჩემთვის, იმიტომ, რომ ახლა უკვე აღარ შეგრჩება, ამის გარანტიას გაძლევ. ეს საკითხი არის ის, რაც ერთ-ერთი ბოლო წერტილი იქნება, იმის შემდეგ უკვე დაბრუნება არის სრულიად შეუძლებელი. 

ჭკუით იყავი, მაინც ვერაფერს ვერ დაგვაკლებ, ქართველი ხალხი მაინც გაიმარჯვებს.

ამბობს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს, 17 თებერვალს, 16:00 საათზე გაიმართება. საქართველოს პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძების შეცვლასა და მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. გუშინ, 16 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ იმუნიტეტი მოუხსნა.

კომენტარები