კორონავირუსი და შეზღუდვები

თურნავა: გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ალბათ უფრო დიდხანს უნდა დარჩეს

მე ვფიქრობ, რომ ღამის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა და ეს არის ჩვენი ეპიდემიოლოგების ძალიან მკაფიო პოზიცია, არის ისეთი შეზღუდვა, რომელიც ალბათ უფრო დიდხანს უნდა დარჩეს და სწორედ ეს შეზღუდვა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ უფრო თამამად გავხსნათ თუნდაც დახურული სივრცეები რესტორნების, თუნდაც ფიტნესები ან სხვა, დავუშვათ, ისეთი სფერო, რომელიც ჯერ კიდევ რჩება შეზღუდვაში. ასეთ დროს რადიკალური მოთხოვნა იმისა, რომ ამდენი რამ რომ გახსენი, ბარემ ყველაფერი გახსენი, ეს არის აბსოლუტურად არაგონივრული პოზიცია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა.

კომენტარები