კომენდანტის საათი

კომენდანტის საათი ჰააგის სასამართლომაც არალეგალურად ცნო

PokerStrategy.com

ჰააგის სასამართლომ ნიდერლანდების მთავრობას განუცხადა, რომ ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათი ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს და დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას – ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ნიდერლანდებში გადაადგილება 21:00 - 04:30 საათებში იკრძალება. შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად მთავრობამ 23 იანვარს შემოიღო. საინტერესოა, რომ ქვეყანაში ნაცისტური ოკუპაციის შემდეგ კომენდანტის საათი არ გამოცხადებულა. 

პროცესის დროს მოსამართლეებმა განმარტეს, რომ კომენდანტის საათი მთავრობამ საგანგებო ვითარებასთან გასამკლავებლად შემოიღო, მაგრამ შეზღუდვა ამ მომენტისთვის უსაფუძვლოა, რადგან საგანგებო ვითარება არ არსებობს.

მოსამართლეებმა ყურადღება მიაქციეს იმასაც, რომ გასულ წელს, როცა კლინიკები ბევრად დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ, კომენდანტის საათი არ შემოღებულა, რაც შეზღუდვას კიდევ უფრო უსაფუძვლოს ხდის, რასაც გადაადგილებისა და შეკრების კონსტიტუციით მინიჭებული უფლების დარღვევა ემატება. 

ნიდერლანდების მთავრობამ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით მიმართა. 

"არც ერთი წამით არ გვიფიქრია კომენდანტის საათის გაუქმებაზე, რადგან მისი საჭიროება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად უკან გადადგმული ნაბიჯია". – განაცხადა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პაატა დიასამიძის, გიორგი ჩიტიძის, ედუარდ მარიკაშვილისა და ლიკა საჯაიას სარჩელი განიხილა. სასამართლომ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობის მიერ შეზღუდვების დიდი ნაწილის დაწესება კონსტიტუციურად ცნო.

სამთავრობო საიტის მიხედვით, ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი 2.9%-ია, ბოლო 7 დღის კი – 2.4%.

კომენტარები