მე-10 მოწვევის პარლამენტი

ლადო კახაძე: ექიმები ყველაზე სათნო სამყაროს წარმოვადგენთ

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა ექიმს. ყველა დონის ექიმს, ოპონენტებსაც. იმიტომ რომ გაფხიზლებენ ოპონენტები, შეიძლება ზოგჯერ მეტად ანგაჟირებულები არიან, მაგრამ მისაღებია ეს ფორმა შეურაცხყოფის ჩამოკლების გარეშე. ნუ შევურაცხყობთ ერთმანეთს. დანარჩენი, რაც გინდა ოპონირება გაწიოს ნებისმიერმა ექიმმა, ნებისმიერ ქვეყანაში მაცხოვრებელმა. თხოვნა მაქვს, რომ ექიმები ყველაზე, როგორ ვთქვა, სათნო სამყაროს წარმოვადგენთ და იმ დონაციის პირობებში, როდესაც ჩვენ სხეულში სხეულებრივად გადავდივართ, ჩვენი მენტალობით, პაციენტში, საწამლავი არ შევიტანოთ. არ მოვიწამლოთ. ერთმანეთი არ მოვწამლოთ. დანარჩენი ვიკამათოთ.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ლადო კახაძე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები