ნიკა მელიას საქმე

გავრილოვი მელიაზე: თუ რუსეთთან ურთიერთობა არ აღდგება, აგრესიული მტკიცებების მონები ვიქნებით

ტვ. პირველი

"თუ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა არ მოხდება, ჩვენ ვიქნებით მონები და ტყვეები ასეთი მატყუარა, აგრესიული, ექსტრემისტული მტკიცებებისა, როგორსაც იყენებს ბატონი მელია".- ამბობს რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

მისი თქმით, მელია რასაც ამბობს, ტყუილია და "ის ქართულ პოლიტიკას თავისი ტყუილის მძევლად აქცევს". 

"ბატონ მელიას, არის ასეთი ქუჩური გამოთქმა - გადააქვს ისრები. მას არს სურს მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა და ცდილობს, ისევ გაიხსენოს 2019 წლის მოვლენები რუსი დეპუტატების მონაწილეობით. ვფიქრობ, მე რომ სულაც არ ჩავმჯდარიყავი არანაირ სავარძელში, საერთოდაც არ მოვსულიყავი პარლამენტში, ავად გავმხდარიყავი, ისინი სახელმწიფო გადატრიალებას მაინც ეცდებოდნენ".- ამბობს გავრილოვი. 

მისივე თქმით, ოპოზიციას სურდა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დაძაბვა.

"რაც მთავარია, გადატრიალების გზით ხელისუფლების ჩაგდება, საქართველოს მთავრობის დისკრედიტირება, თითქოს არ შეუძლიათ საერთაშორისო მოქმედებები, თავისი ფუნქციების შესრულება. ძალაუფლების ჩაგდება და ავტორიტარული დემოკრატიის დამყარება".- ამბობს რუსი დეპუტატი. 

ნიკა მელიასთვის მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე დღეს, 16 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებზე იმსჯელებენ. პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება - აქტივისტებმა "სირცხვილის კორიდორები“ გააკეთეს, "ოცნების" დეპუტატები პარლამენტში შეძახილების ფონზე შევიდნენ. 

ქართული ოცნება ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნას მხარს დაუჭერს


მას შემდეგ, რაც პროკურატურის მიერ მელიასთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა ამოიწურა და მან გირაოს თანხა არ გადაიხადა, უწყებამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართა.

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები