კორონავირუსი

Covid-19: ბრიტანული შტამი, სავარაუდოდ, უფრო მომაკვდინებელია

eucord

გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირებული, კორონავირუსის ე.წ. "ბრიტანული" ვარიანტი სავარაუდოდ, უფრო მომაკვდინებელია. 

ინფორმაციას ბრიტანეთის რესპირატორულ ვირუსებთან ბრძოლის სამთავრობო ორგანო – NERVTAG ავრცელებს. 

გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ახალი ვარიანტი, შესაძლოა, პირველად აღმოჩენილ შტამზე 30%–70%-ით უფრო მომაკვდინებელი იყოს, მაგრამ ამაში დასარწმუნებლად მეტი დრო და ინფორმაციაა საჭირო. თანაც, აბსოლუტურ რიცხვებში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ ძალიან მცირეა. 

NY Times-ის მიხედვით, ე.წ. "ბრიტანული" ვარიანტი უკვე 82 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯერ კიდევ ორი თვის წინ, ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ახლად აღმოჩენილი ვარიანტი ბევრად უფრო გადამდებია.

ახალი ინფორმაციის ფონზე, მოდერნა და ფაიზერი მოსახლეობას არწმუნებენ, რომ მათი ვაქცინები ზემოხსენებული "ბრიტანული" ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანია.

საქართველოში "ბრიტანული" შტამი პირველად 4 იანვარს დადასტურდა

 

კომენტარები