მე-10 მოწვევის პარლამენტი

ზილფიმიანი: იმ მელიას შვილს, რომელმაც ბევრი სტენტები ჩამისვა, იმუნიტეტს ვერ მოვუხსნი

მხიარულ ნოტაზე იმას ვიტყვი, რომ იმ მელიას შვილისთვის, რომელმაც მე ბევრი სტენტები ჩამისვა, ვერაფრით ვერ დავუჭერ მხარს იმუნიტეტის მოხსნას.

თქვა ევროპელი სოციალისტების წევრმა, დავით ზილფიმიანმა ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობა შეთანხმდა, რომ მელიას იმუნიტეტს მოუხსნის. მანამდე, პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართა.

კომენტარები