ეკონომიკა

თურნავა სავაჭრო კლებაზე: კვლავინდებურად მესამე ტალღა მძვინვარებს მსოფლიოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3%-ით შემცირდა და 763.9 მილიონი დოლარი შეადგინა. 

აღნიშნულზე კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა: 

"როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენ გვაქვს იანვარში კლება, იმიტომ, რომ კვლავინდებურად მესამე ტალღა მძვინვარებს ზოგადად მსოფლიოში და საგარეო ვაჭრობა არის დამოკიდებული არამარტო საქართველოში არსებულ ვითარებაზე, არამედ გარე ბაზრებზე არსებულ ვითარებაზეც".

მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა სავაჭრო ბალანსის კლება, რაც ექსპორტისა და იმპორტის სხვაობას წარმოადგენს და იანვრის წინასწარი მონაცემებით, უარყოფით 315 მილიონ დოლარს შეადგენს:

"ერთი პოზიტიური ტენდენციაა, რომ  სავაჭრო დეფიციტი არის 62 მილიონი დოლარით გაუმჯობესებული, ანუ, ესე იგი, სწორედ აი, ეს თანხა, რითიც, ასე ვთქვათ, მეტი არის ექსპორტი, ვიდრე იმპორტი, გაუმჯობესებულია ეს ბალანსი".

 

კომენტარები