ეკონომიკა

იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.3%-ით შემცირდა, ექსპორტი – 16.2%-ით

CBW.GE

2021 წლის იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3%-ით შემცირდა და 763.9 მილიონი დოლარი შეადგინა. 

წინასწარ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. იანვრის ექსპორტმა 224.4 მილიონი დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი – 539.4 მილიონი დოლარი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, ექსპორტიცა და იმპორტიც 16%-ზე მეტადაა შემცირებული. 

Geostat.ge

იანვრის სავაჭრო ბალანსი, რაც ჯამური ექსპორტისა და იმპორტის სხვაობით გამოითვლება, უარყოფითი(იმპორტი ექსპორტს აჭარბებს) 315 მილიონი დოლარია.

 

 

კომენტარები