ევროპული საქართველო

ბაქრაძე სააკაშვილზე: კონფიგურაცია ოპოზიციური ბრძოლაა – საუბარი ენმ-ში მიბრუნებაზე არ არის

დავით ბაქრაძე
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს ეხმაურება, რომ მომავალ კონფიგურაციაში ბაქრაძესა და უგულავასთვისაც მოიძებნება ადგილი. ბაქრაძის თქმით, სააკაშვილი კონფიგურაციას საერთო ოპოზიციურ ბრძოლას უწოდებს და ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიბრუნებაზე საუბარი არ არის. 

"კონფიგურაცია, რასაც ის უწოდებს, არის სწორედ საერთო ოპოზიციური ბრძოლა. აბსოლუტურად მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ არანაირი ფორმით საუბარი ნაციონალურ მოძრაობაში მიბრუნებაზე არ არის, არანაირი ფორმით ნაციონალურ მოძრაობასთან პარტიულ დაკავშირებაზე და აფილირებაზე საუბარი არ არის. განსხვავებები რაზეც დღემდე ვსაუბრობდით, ძალაშია. საქმე იმაშია, რომ დღეს პარტიულის გარდა, არსებობს საერთო ოპოზიციური ამოცანები". – თქვა დავით ბაქრაძემ მთავარი არხის ეთერში. 

მიხეილ სააკაშვილმა TV პირველის ეთერში თქვა, რომ ის აფასებს ძველ თანამებრძოლებს და მომავალ კონფიგურაციაში ადგილი დავით ბაქრაძესა და გიგი უგულავასთვისაც მოიძებნება.

12 თებერვალს ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ თქვა, რომ პარტიულ თანამდებობას ტოვებს და თუკი გიგა ბოკერიაც ასევე არ მოიქცევა, პარტიასაც დატოვებს. დავით ბაქრაძე კი ევროპული საქართველოს თავმჯდომარე აღარ იქნება და პარტიასაც ტოვებს.

კომენტარები