ევროპული საქართველო

უგულავა: გიგა ბოკერიას გადაწყვეტილება პარტიისთვის კატასტროფა იქნება

ჩვენ სამივე [დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია] ვალდებულები ვართ, ჩვენი საკუთარი პრინციპების გამო, იმ პრინციპების გამო, რომლის გამოც ეს პარტია შეიქმნა, რომ არ არის უპირობო ადამიანი, რომ რაც არ უნდა გასაჭირი იყოს იმ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით არ უნდა ახსნა შენი წარუმატებლობა, რომ, როცა მოგიწევს დრო, უნდა გეყოს შინაგანი ძალა, გაიწიო გვერდზე და მისცე შესაძლებლობა ახალ თაობას, დაიძრას. 

შეიძლება, ვიღაც ჩემ გამოც არ მოდის. კარგად მინდა გაიგოთ, ხელს არ ვიშვერ გიგასკენ. მე რომ ვიყო იმ პოზიციაში, ბუნებრივი კრიტიკის საგანი ვიქნებოდი, იმიტომ, რომ არ არის ეს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც, სამწუხაროდ, თუ ასე დარჩა, პარტია ვერ განვითარდება.

გიგამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც, მიმაჩნია, რომ პარტიისთვის კატასტროფა იქნება და ამიტომ ვსაუბრობ ხმამაღლა...

ამის შესახებ გიგი უგულავამ ფორმულას ეთერში ისაუბრა. 12 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ თქვა, რომ პარტიულ თანამდებობას ტოვებს და თუკი გიგა ბოკერიაც ასევე არ მოიქცევა, პარტიასაც დატოვებს

კომენტარები