კორონავირუსი და შეზღუდვები

BAR JAPARASTAN – ზურა ჯაფარიძე პოლიტიკური დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარს ხსნის

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად და პოლიტიკური დაუმორჩილებლობის ნიშნად ხვალ, 13 თებერვალს ბარს ხსნის. 

"13 თებერვალს, აღმაშენებლის 45-ში იხსნება ბარი "ჯაფარასთან" ბარის გახსნა არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და მიმართულია კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ, შესაბამისად, ბარი იმუშავებს ღამის საათებშიც​. ბარი იმუშავებს მხოლოდ ქეშზე​, გახსნა დაგეგმილია 19.00 საათისთვის.

გეპატიჟებით ყველას ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა". – ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები. თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა. 

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები იხსნება 15 თებერვლიდან – სრულად

კომენტარები