ლელოს პოზიცია ურყევია. ლელო არის ბოიკოტში. ჩვენ პარლამენტში შევალთ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარეგისტრირდება საკონსტიტუციო ცვლილება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, სრულად პროპორციული სისტემით, დაბალი ბარიერით, ახალი საარჩევნო კოდექსით და ახალი ცესკო-თი. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ლელო შევა და მიიღებს ამ კანონის მიღებაში მონაწილეობას.
სხვა შემთხვევაში, ჩვენთვის წარმოუდგენელია ორდღიანი შესვლები და რაღაც ღილაკებზე ხელის დაჭერა. ჩვენთან არანაირი კონსულტაცია ამ თემაზე არ ყოფილა...