მეათე მოწვევის პარლამენტი

გახარია ოპოზიციაზე: ნება იბოძონ, შევიდნენ და იყვნენ იქ, სადაც პოლიტიკა კეთდება და არა ქუჩაში

მე ამას [მოწოდებებს, რომ შეზღუდვებს არ დაემორჩილონ] ვაფასებ, როგორც პოლიტიკურ ხულიგნობას, მეტს არაფერს.

ადამიანებს, როდესაც ნორმალური პოლიტიკური კონტენტის შექმნა არ შეუძლიათ, შინაარსობრივ დებატში შემოსვლა არ შეუძლიათ, ისინი, უბრალოდ, პოლიტიკურად ხულიგნობენ. ვიღაცა ხულიგნობს აქ, საქართველოში, ვიღაცა ქვეყნის გარეთ, ამას რა მნიშვნელობა აქვს.

ჩვენი მოქალაქეები ამას ყველაფერს ხედავენ და აფასებენ. ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, ვინ ზრუნავს მათზე და რას ნიშნავს ადამიანებზე ზრუნვა. ეს ყველაფერი არჩევნებზეც აისახა. ხომ ნახეთ, პოლიტიკური პარტიები, რომელთაც ამბიციები ჰქონდათ უზარმაზარი, 2-3%-ს ძლივს ასცდნენ.

ამიტომ, აქ ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ დროს ვკარგავთ. ეს პოლარიზაცია, რომელიც დღეს პოლიტიკურ ველზეა, სამწუხაროდ, ხდება ქვეყნის მომავლის და უსაფრთხოების პრობლემა. ყველამ ნება უნდა იბოძოს, გაიაზროს პასუხისმგებლობა, იმდენი ტვინი თუ არ აქვს, რომ ეს პასუხისმგებლობა გაიაზროს, მოქალაქეებს მაინც მიაქციოს ყურადღება, რომელთაც ხმა მისცეს, ნება იბოძოს, შევიდეს და იყოს იქ, სადაც პოლიტიკა კეთდება და არა ქუჩაში...

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კითხვაზე, როგორ აფასებს ოპოზიციის წევრების, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს, დაარღვიონ დაწესებული შეზღუდვები.

კომენტარები