თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში იმყოფებოდა. 

წულუკიანი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუასა და დირექტორ გიორგი თევზაძეს შეხვდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო პანდემიის პირობებში თეატრის წინაშე არსებულ არაერთ გამოწვევას.

არსებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დანიშვნას განიხილავენ. 

კომენტარები