ტექნოლოგიური გიგანტები

ჩინეთი ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ ახალ ანტიმონოპოლიურ კანონს აწესებს

ფოტო: cnn.com

ჩინეთის მთავრობამ დააწესა ახალი კანონი და სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც ტექნოლოგიურ ინდუსტრიასა და ინტერნეტ სივრცეს დაარეგულირებენ.

CNBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის ახალი ანტიმონოპოლიური კანონი მიმართულია უშუალოდ ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ, როგორებიცაა: Alibaba და Tencent.

რეგულაციები ეხება როგორც ინტერნეტ სივრცესა და სოციალურ პლატფორმებს, ასევე ციფრული გახადის საშუალებებს, კერძოდ, Ant Group-ის Alipay-სა და Tencent-ის WeChat Pay-ს.

ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAMR) ვებ-გვერზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ახალი კანონი შეაჩერებს მონოპოლისტურ ქცევებს ტექნოლოგიურ სივრცეში და ის სამართლიან კონკურენციას უზრუნველყოფს.

შეტყობინებაში ასევე წერია, რომ ახალი რეგულაციები კომპანიებს ფასების ფიქსირების, ბაზრის მანიპულირების, ალგორითმის ბოროტად გამოყენებისა და ტექნოლოგიების შეზღუდვისაგან შეაჩერებს.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩინეთის მთავრობა მიზანმიმართულად აწესებს ახალ რეგულაციებს კერძო სექტორისათვის და არა სახელმწიფო მონოპოლიებისთვის.
მათი თქმით,  ჩინეთის კომუნისტური მთავრობის მიზანი არა კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება, არამედ კერძო კომპანიების მიმართ სახელმწიფო კონტროლის გაზრდაა.

ახალი რეგულაციების მთავარი სამიზნეა კომპანია Alibaba.
Alibaba-სა და ჯეკ მას წინააღმდეგაც ჩინეთის მთავრობამ გამოძიებაც დაიწყო, რომელსაც ექსპერტების ნაწილი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

კომენტარები