დაუმორჩილებლობის აქცია

დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილე 51 პირი იდენტიფიცირებულია, მათგან 8 უკვე დაჯარიმდა

ტაბულა

6 თებერვალს დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილე 51 პირი იდენტიფიცირებულია. ინფორმაცია ტაბულამ  შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

უწყების ინფორმაციით, იდენტიფიცირებული ადამიანებიდან პოლიციამ 8 პირი, გადაადგილების აკრძალვის დარღვევის ფაქტზე, 2 000 ლარით უკვე დააჯარიმა [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლი].

მათივე განმარტებით, 24 პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული და როგორც უწყებაში ამბობენ, – "ეს ადამიანები დაჯარიმდებიან".

გარდა ამისა, იდენტიფიცირებულებიდან 19-მა ე.წ. კომენდანტის საათი განმეორებით დაარღვია, მათ მიმართ კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.

ჯარიმის შესახებ შეტყობინება მიუვიდა ლელოს სამ წევრს: ირაკლი კუპრაძეს, თაზო დათუნაშვილსა და საბა ბუაძეს.

დაუმორჩილებლობის აქცია-მსვლელობა 6 თებერვალს გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები 9 საათიდან ქვეყანაში დაწესებულ კომენდანტის საათს არ დაემორჩილნენ და თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

კომენტარები