დაუმორჩილებლობის აქცია

ბათუმში დაუმორჩილებლობის აქციაზე 11 პირი დააკავეს

ტაბულა

ბათუმში, დაუმორჩილებლობის აქციაზე, 11 პირი დააკავეს. დაკავებას წინ პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება უძღოდა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც სამართალდამცავი ორგანოს სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

დაუმორჩილებლობის აქცია-მსვლელობა ამ წუთებში თბილისშიც იმართება. ისინი კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების მოხსნას და კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ. 

კომენტარები