დაუმორჩილებლობის აქცია

ცერცვაძე: კომენდანტის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაუმართლებელ, პოპულისტურ ნაბიჯად მიმაჩნია

პაპზე მეტი კათოლიკები ნუ ვიქნებით და ნუ მოვინდომებთ იმაზე მეტს, რასაც ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე იძლევა. დღეს გვაქვს საშუალება, შევირგოთ ის შეზღუდვების მოხსნა, რომელიც გატარდა და პირველ რიგში, ძალიან დიდი საქმე იყო, რომ ტრანსპორტი ამოქმედდა.

შემდეგ იგეგმება საკლასო ოთახებში სწავლის განახლება, რესტორნების გახსნა და ფაქტობრივად რჩება კომენდანტის საათი. რახან ჩვენ ეს მოვახერხეთ, ეს იოლი არ ყოფილა. იმის მაგივრად, რომ ეს მონაპოვარი გავამყაროთ და ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით, პირბადეების ტარებით, სოციალური დისტანცირებით და სხვა, რა მოხდა - ძალიან ცუდი რამ. იყო საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით. ეს მიმაჩნია პოპულისტურ, გაუმართლებელ, პროვოკაციულ ნაბიჯად და რატომ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის კატეგორია, რომელიც დაუმორჩილებლობის ფორმით აპროტესტებდა კომენდანტის საათს, სხვა არაფერი დარჩათ გასაპროტესტებელი.

ქვეყანა შესანიშნავად მართავს კოვიდსიტუაციას, საათივით აწყობილად მუშაობს კლინიკური სექტორი, მაქსიმალურად მოიხსნა შეზღუდვები - იმის მაგივრად, რომ ამას მადლიერება და გვერდით დგომის სურვილი გამოეწვია, ზოგიერთში გამწარების და გაბოროტების სურვილი გამოიწვია - რომ თუ ყველაფერი კარგად არის, ისინი ფუნქციას კარგავენ, ეს აშკარად იკითხებოდა, რაც ძალიან სამწუხაროა...

იმედის ინფორმაციით, ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა კომენდანტის საათი დაარღვიეს და შეზღუდვები გააპროტესტეს. 

კომენტარები