დაუმორჩილებლობის აქცია

სირცხვილია: თუ შსს დაგიკავშირდებათ დაუმორჩილებლობისას დაჯარიმების შესახებ, შეგვატყობინეთ

ტაბულა

მოძრაობა სირცხვილია 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის მარშის მონაწილეებს მიმართავს, იმ შემთხვევაში, თუ მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა და აქციისას დაკისრებული ჯარიმის შესახებ შეატყობინეს, მოძრაობას მიმართონ. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო იმ მოქალაქეთა დაჯარიმების პროცესი, რომლებიც 6 თებერვალს გამართულ დაუმორჩილებლობის მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ შსს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ დაკისრებული ჯარიმის შესახებ, ან პოლიციის განყოფილებაში მისვლა გთხოვეს – აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ". – წერია მოძრაობის გავრცელებულ განცხადებაში.

პარტია ლელოს წევრები, ირაკლი კუპრაძე და თაზო დათუნაშვილი სოციალურ ქსელში წერენ, რომ 6 თებერვლის დაუმორჩილებლობის მსვლელობისას კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2000-2000 ლარით დააჯარიმეს. ჯარიმის შესახებ საპატრულო პოლიციამ მათ დღეს, 8 თებერვალს შეატყობინა.

დაუმორჩილებლობის აქცია-მსვლელობა 6 თებერვალს გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები 9 საათიდან ქვეყანაში დაწესებულ კომენდანტის საათს არ დაემორჩილნენ და თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. 

კომენტარები