დაუმორჩილებლობის აქცია

ბუაძე: დაუმორჩილებლობის მსვლელობისას კომენდანტის საათის დარღვევისთვის მაჯარიმებენ

პარტია ლელოს წევრის, საბა ბუაძის ინფორმაციით, 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის მსვლელობისას კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმეს. ბუაძემ ჯარიმის შესახებ შეტყობინება დღეს, 9 თებერვალს მიიღო.

"მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა! შსს-დან დამირეკეს და მამცნეს, რომ დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილეობისთვის და კომენდანტის საათის დარღვევისთვის მაჯარიმებენ.

აბა თქვენ იცით!" – წერს ის საკუთარ Facebook გვერდზე.

ჯარიმის შესახებ შეტყობინება გუშინ, 8 თებერვალს მიუვიდა ლელოს ორ წევრსაც - ირაკლი კუპრაძესა და თაზო დათუნაშვილს. 2 000 - 2 000 ლარის გადახდა სახელმწიფომ მათაც დაუმორჩილებლობის მსვლელობისას კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააკისრა.

დაუმორჩილებლობის აქცია-მსვლელობა 6 თებერვალს გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები 9 საათიდან ქვეყანაში დაწესებულ კომენდანტის საათს არ დაემორჩილნენ და თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

კომენტარები