კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე: არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ COVID-19 დავამარცხეთ და ამიტომ შემსუბუქდა შეზღუდვები

შეზღუდვების ყველანაირი შემსუბუქება ინფექციის გავრცელების მომატებული რისკფაქტორია ​და კიდევ მეტი რისკფაქტორია ისეთი შემსუბუქება, როგორიც არის მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მობილობის ფაქტორი, მაგრამ, თუ ვიცავთ ყველა პირობას და რეგულაციას, პირველ რიგში, ვატარებთ პირბადეს, რისკფაქტორი მნიშვნელოვნად მცირდება. შეზღუდვების შემსუბუქება ხდება იმიტომ, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ წავიდა, მნიშვნელოვნად შემცირდა ყველა ინდიკატორი – ახალი შემთხვევები 100 ათას მოსახლეზე, სიკვდილიანობა, დადებითობის მაჩვენებელი.

არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ, აღარ არის და იმიტომ შევამსუბუქეთ [შეზღუდვები]. შემსუბუქების პარალელურად, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს რეგულაციები. ინფექცია არსად გამქრალა, ვირუსი ცირკულირებს. სტატისტიკა ყოველდღიურად მერყეობს 400-600 შემთხვევას შორის. ეს 5-6-ჯერ ნაკლებია, ვიდრე გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელია. თუ ყველა რეგულაცია იქნება დაცული, ეპიდაფეთქების ალბათობა ნაკლები იქნება...

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ნახეთ, რა შეზღუდვები იხსნება 8-15 თებერვლიდან.

კომენტარები