მე-10 მოწვევის პარლამენტი

დეკანოიძე: არ ვაპირებ დეკლარაციის შევსებას – მანდატის გაუქმებაზე განცხადება მაქვს დაწერილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ხატია დეკანოიძე წერს, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებას არ აპირებს, რადგან საპარლამენტო მანდატის გაუქმებისთვის განცხადება უკვე დაწერილი აქვს. 

"მე არ ვაპირებ დეკლარაციის შევსებას, იმიტომ, რომ დაწერილი მაქვს განცხადება. თუ ვინმეს ჩემი ქონება და ფინანსები დაგაინტერესებთ – ნებისმიერ ჟურნალისტს ვუპასუხებ დოკუმენტებით. დასამალი არაფერი მაქვს.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა რას ნიშნავს? დაგვიჭერთ? ანუ სადეპუტატო უფლებამოსილებას შეგვიწყვეტთ?". – წერს დეკანოიძე. 

ქართული ოცნება არ აპირებს, უფლებამოსილება შეუჩეროს იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ მიმართეს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი მოთხოვნით.

გარდა იმისა, რომ პარლამენტის მანდატი მოქალაქეს ბევრ პრივილეგიას ანიჭებს, როგორიცაა, მაგალითად, იმუნიტეტი, ან ათავისუფლებს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან პარლამენტსა თუ მის გარეთ გამოთქმული მოსაზრებების გამო, ის ბევრ შეზღუდვასაც ითვალისწინებს. 

იძულებითი დეპუტატობის პარადოქსის შესახებ ვრცლად – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები