მე-10 მოწვევის პარლამენტი

ჯაფარიძე: მწერენ, დეკლარაცია ჩაგვაბარე, თორემ 1 000 ლარის წართმევით დავიწყებთო

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე წერს, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სწერენ, რომ 1 000-ლარიან ჯარიმას და შემდეგ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებენ. 

"ანუ კობახიძე-თალაკვაძეებმა ჯერ გადაწყვიტეს, რომ მათი ნებაა, ვიქნები თუ არა პარლამენტის წევრი.

და ახლა მწერენ დეკლარაცია ჩაგვაბარე თორემ ჯერ 1 000 ლარს წაგართმევთ, მერე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთო.

რამე კიდევ დამავალეთ, ნუ გერიდებათ". – წერს ჯაფარიძე

ქართული ოცნება არ აპირებს, უფლებამოსილება შეუჩეროს იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ მიმართეს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი მოთხოვნით.

გარდა იმისა, რომ პარლამენტის მანდატი მოქალაქეს ბევრ პრივილეგიას ანიჭებს, როგორიცაა, მაგალითად, იმუნიტეტი, ან ათავისუფლებს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან პარლამენტსა თუ მის გარეთ გამოთქმული მოსაზრებების გამო, ის ბევრ შეზღუდვასაც ითვალისწინებს. 

იძულებითი დეპუტატობის პარადოქსის შესახებ ვრცლად – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები