კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე: მარტო კონტროლი და მათრახი არაფერს იძლევა, თვითშეგნებაა მთავარი

რაც გინდა კონტროლი დააწესო და რაც გინდა ასრულებაზე... რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, კონტროლი უნდა დაწესდეს და აუცილებელია კონტროლი, მაგრამ მარტო კონტროლი და მარტო მათრახი არაფერს არ იძლევა, ჩვენი თვითშეგნებაა [მთავარი] და კარგი მაგალითი მივიღეთ, როცა ძალიან მოვეშვით აგვისტოში და გავითავისეთ ის, რომ ჩვენ დავამარცხეთ. ჩვენ საუკეთესოდ ვფლობდით ეპიდსიტუაციას ქვეყანაში, პირველ სამეულში შევდიოდით მსოფლიოში ქვეყნების, რომელსაც ჰქონდა ყველაზე ცოტა ინფიცირების მაჩვენებელი, ყველაზე დაბალი სიკვდილიანობა და ასე შემდეგ.

აგვისტოში "ავიშვით", საზოგადოებაში ილუზია შეიქმნა, რომ კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ და უკვე არსად არავითარი კონტროლი აღარ წარმოებდა. ამან მივიყვანა მერე იქამდე, რაც მოხდა.

რა თქმა უნდა, ამას სხვა პროცესებიც ახლდა თან, შარშან იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი, წინასაარჩევნო პერიოდი, თვითონ არჩევნები, პოსტარჩევნების პერიოდი და ამ ყველაფერმა ერთობლიობაში...  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პირველი არხის ეთერში.

კომენტარები