კორონავირუსი და შეზღუდვები

თურნავა: სერიოზული, სოლიდური რესტორატორები დიდად არ მონაწილეობენ პროტესტში

მიუხედავად იმისა, რომ ახლა წინა პლანზე გამოვიდა სარესტორნე ინდუსტრიის პროტესტი, სოლიდური, სერიოზული რესტორატორები ამ პროტესტში დიდად არ მონაწილეობენ. იმიტომ, რომ ზოგადად ტურიზმის ინდუსტრია - სასტუმრო, რესტორნები - ეს არის კანონმორჩილი, მშვიდობიანი ინდუსტრია

ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა Post Tv-ზე. 200-მდე რესტორანი თვითნებურ გახსნას აპირებდა შეზღუდვების გამო. იმის გამო, რომ მთავრობამ 15 თებერვლიდან კაფე-რესტორნებს გარე სივრცეების ამუშავების ნება მისცა, რესტორატორთა ასოციაციამ გადაწყვიტა, 6 თებერვალს აღარ გაიხსნან.

კომენტარები