აშშ-ევროკავშირი-ჩინეთი

მაკრონი: ევროკავშირის აშშ-სთან ჩინეთის წინააღმდეგ გაერთიანება კონტრპროდუქტიულია

ემანუელ მაკრონი და სი ძინფინგი
WSJ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ევროკავშირის აშშ-სთან გაერთიანება ჩინეთის წინააღმდეგ კონტრპროდუქტიულიამაშინაც კი, თუ ის უფრო ახლოს დგას ვაშინგტონთან საერთო ღირებულებებით.

"სიტუაცია, რომ ყველა უნდა შეერთდეს ჩინეთის წინააღმდეგ, ეს არის მაქსიმალური კონფლიქტურობის სცენარი. ეს ჩემთვის კონტრპროდუქტიულია" - თქვა მაკრონმა ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის Atlantic Atlantic-ის მიერ გამართული დისკუსიის დროს.

მისივე თქმით, თუ ევროპა და მისი პარტნიორები ამ სტრატეგიას გაჰყვებიან ეს ჩინეთს რეგიონალური სტრატეგიის გაზრდისკენ უბიძგებს და შეამცირებს თანამშრომლობას გლობალურ საკითხებზე

ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ "მომავალი სემესტრები ძალიან კრიტიკული იქნება ჩინეთის ლიდერებისა და ჩინეთისთვის", იმის გათვალისწინებით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჩაერთო მრავალმხრივ კავშირში, მაგალითად, როგორიცაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.

"რადგან აშშ ხელახლა ერთვება, როგორი მოიქცევა ჩინეთი?" - იკითხა მაკრონმა

მაკრონი და ევროპელი პარტნიორები არ იზიარებდნენ ტრამპის ადმინისტრაციის ხისტ პოზიციას ჩინეთზე, და ამბობდნენ, რომ ჩინეთი ერთდროულად იყო "პარტნიორი, კონკურენტი და სისტემატური მეტოქე".

Atlantic Council-ის შეხვედრის მიმდინარეობისას მან თქვა, რომ ჩინეთი პარტნიორია კლიმატის ცვლილებების საკითხში, სავაჭრო, მრეწველობის საკითხებზე - კონკურენტი, ხოლო ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონში, ღირებულებებსა და ადამიანის უფლებებზე - სისტემატური მეტოქე

"ვფიქრობ, ჩვენ უნდა ჩავერთოთ ჩინეთში კლიმატის თამამ და ეფექტიან დღის წესრიგში. და ვფიქრობ, რომ აშშ- ხელმეორედ ჩართვა კარგი მოვლენაა" - თქვა მან ბაიდენის მიერ აშშ- პარიზის შეთანხმებაში დაბრუნების საკითხზე

მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროა "გლობალური ინიციატივა ვაჭრობის, მრეწველობისა და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ" მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ჩათვლით და, ასევე თქვა, რომ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის დადებული 2020 წლის საინვესტიციო შეთანხმება "ვერ აგვარებს ინტელექტუალური საკუთრების საკითხის. მოდი ვიყოთ ნათელნი".

რაც შეეხება ტექნოლოგიის საკითხებს, მაკრონმა გაიმეორა, რომ არ უნდა იყვნენ 100%-ით დამოკიდებულნი ჩინურ გამოსავალზე. მისი გადაწყვეტილებით, არ დაუშვებენ ჩინური 5G ტექნოლოგიების დანერგვას საფრანგეთის სტრატეგიულ სექტორებში. თუმცა, ისიც თქვა - "მე არ მინდა, 100%-ით აშშ- გადაწყვეტილებას დავეყრდნო".

ამასთან ერთად მაკრონმა თქვა, რომ საჭიროა ზეწოლა ჩინეთზე ადამიანის უფლებების საკითხზეამ საკითხთან მიმართებით მან დაიცვა ევროკავშირი-ჩინეთის საინვესტიციო შეთანხმებაკრიტიკის მიუხედავად, რომ შეთანხმება სუსტია შრომითი უფლებების დებულებებზე მაშინ, როდესაც არაერთი ცნობა ვრცელდება ჩინეთში, სინძიანგში უიღურების და სხვა ეთნიკური უმცირესობების იძულებით მუშაობაზე.

"პირველად ჩინეთი დათანხმდა [შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის] რეგულაციებში ჩართვას, რომ ზუსტად ის ვალდებულებების შეასრულოს, რომლებიც ჩვენი ადამიანის უფლებების პაკეტის ნაწილია" - თქვა მაკრონმა.

დისკუსიის დასრულებიდან მალევე აშშ- პრეზიდენტმაჯო ბაიდენმა წარადგინა თავისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის გეგმა , სადაც თქვა:

"ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ალიანსებს. ჩავერთვებით არა იმიტომ, რომ გავუმკლავდეთ გუშინდელ გამოწვევებს, არამედ დღევანდელსა და ხვალინდელს. ამერიკის ხელმძღვანელობა მზად უნდა დახვდეს ამ ახალ მომენტს ავტორიტარიზმისა, მათ შორისაა ჩინეთის მზარდი გავლენები და რუსეთის განზრახვა, ძირი გამოუთხაროს და დააზიანოს ამერიკული დემოკრატია. ჩვენ მზად უნდა დავხვდეთ გლობალური გამოწვევების ამ ახალ მომენტს, დაწყებული პანდემიით, გაგრძელებული კლიმატის კრიზისითა და ბირთვული იარაღის გავრცელებითგამოწვევები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაილახება, თუ ერები ერთად ვიმუშავებთ და არა ცალ-ცალკე..."

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, როდესაც მაკრონმა NATO- მომავალზე ისაუბრა თქვა, რომ ევროპის კონტინენტზე მშვიდობის საკითხი კვლავ დგას და პასუხი უნდა გაეცეს კითხვას - ვინ არის მტერი? მაკრონს მიაჩნია, რომ მტერი რუსეთი ან ჩინეთი არ არის და რომ ალიანსის საერთო მტერი ტერორიზმია.

"ეს საკითხი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ეს რუსეთია? ჩინეთი? NATO- მიზანია, რომ ისინი მტრად გამოაცხადოს? არ ვფიქრობ ასე. ალიანსში ჩვენი საერთო მტერი ტერორიზმია, რომელმაც ჩვენ წევრ ყველა ქვეყანას დაამჩნია კვალი".

კომენტარები