ჩინეთის ბანკმა (Bank of China) რუსული ბანკის მომხმარებლებისთვის ევროკავშირში, შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში ჩინურ ვალუტაში საბანკო გადარიცხვები შეზღუდა. ინფორმაცია RBC-ის Modulbank-ისა და Finam-ის წარმომადგენლებმა მიაწოდეს, სადაც Bank of China კორესპონდენტი ბანკია.
სააგენტო RBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის ბანკმა ფულადი გზავნილები საკორესპონდენტო ანგარიშების საშუალებით არა მხოლოდ იუანში, არამედ აშშ დოლარში, ევროსა და ჰონგ კონგის დოლარებშიც შეაჩერა.
"გადაწყვეტილება მიიღო არა ჩინეთმა, არამედ ევროკავშირმა და აშშ-მა. ამრიგად, ისინი ცდილობენ, ალტერნატიული არხების დაბლოკვით სანქციების ზეწოლა განახორციელონ". - თქვა Modulbank-ის თავმჯდომარემ, პაველ სემენოვმა.
ექსპერტების თქმით, ევროკავშირსა და აშშ-ში ჩინურ ვალუტაში გადარიცხვების წილი მცირეა, მაგრამ ამ ტრანზაქციით კერძო ინვესტორები და ბიზნესმენები სარგებლობდნენ.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



