კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 538 ახალი შემთხვევიდან თბილისში 227 დადასტურდა, იმერეთში – 83, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 60

CDC/Science Photo Library

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან თბილისში 227 დადასტურდა, იმერეთში - 83, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი - 60. 

აჭარაში ინფიცირების 25 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში - 35, შიდა ქართლში - 44, გურიაში - 16, კახეთში - 31, მცხეთა-მთიანეთში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2. 

5 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 261 018 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 252 246 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 258 კი გარდაიცვალა. 


ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით:

  • აღდგება მუნიციპალური  ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა.
  • გაიხსნება  ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა.

15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით:

  • ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლება).
  • კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ – გარდა შაბათ-კვირისა.

ქვეყანაში ძალაში რჩება მოქმედი კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 05:00-მდე.

კომენტარები