არჩევნები 2020

გუბაზ სანიკიძე: ოპოზიცია დენიკინის ჯარივით ვართ – მარტო გენერლები

მე მიმაჩნია, რომ არაფერი არ გამოვა ამ ქვეყანაში, დარჩება ისევ ასეთი სიტუაცია, თუ სამშვიდობო პაქტი არ დადო ქართველმა ხალხმა და ქართულმა ოპოზიციამ. ვერცერთი ცალკე ვერაფერს ვერ ვიზამთ, ვერც ოპოზიცია ვიზამთ ვერაფერს, იმიტომ, რომ დენიკინის ჯარივით ვართ – მარტო გენერლები ვართ, თუ ხალხი არ იქნა, ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ისევე როგორც ხალხი ასე სტიქიურად საპროტესტო აქციებით ვერ მიაღწევს ვერაფერს. ყოველთვის მოატყუებს ოცნება ხალხს...

თქვა ბლოკ ენმ-ძალა ერთობაშიას წევრმა, გუბაზ სანიკიძემ TV პირველის ეთერში ოპოზიციის სტრატეგიაზე საუბრისას.

კომენტარები