კორონავირუსი საქართველოში

თურნავა შეზღუდვების მოხსნაზე: შემდეგი შეიძლება იყოს ფიტნეს დარბაზები

ფიტნესებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ, ვაკვირდებით ეპიდვითარებას და აქედან გამომდინარე, დღეს მთავრობამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შევუმსუბუქოთ შეძლებისდაგვარად სპორტულ ინდუსტრიას ეს პერიოდი, როდესაც გაჩერებულები არიან და დავუსუბსიდიროთ საბანკო სესხის პროცენტი, მიკროსაფინანსოდან გამოტანილი ან ლიზინგის პროცენტი, რაც არ იქნება ნეიტრალიზაცია ნეგატიური ზეგავლენის, რაც გაჩერებულ ბიზნესს ემართება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის და ტვირთის ნაწილს მაინც შევუმსუბუქებთ.

დავაკვირდებით ეპიდვითარებას და შემდეგი შეიძლება იყოს ფიტნესდარბაზები, არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო.

თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში. ნახეთ, რა შეზღუდვები იხსნება 8-15 თებერვლიდან.

კომენტარები