კორონავირუსი და შეზღუდვები

ჭიაბერაშვილი: ასეთი "მენეჯმენტის" პირობებში მომდევნო პიკი მაისში მოუწევს

ის, რომ სამოქალაქო პროტესტმა შედეგი გამოიღო, კარგია.

მაგრამ ვირუსი და თანმდევი ეპიდემია არსად წასულა. 

გახსნის სიხარულს თან სდევს იმის წუხილი, რომ მთავრობას კვლავაც არ აქვს 

- არც ვაქცინაციის ზუსტი გრაფიკი, და

- არც მკაფიო გეგმა, როგორ უნდა ვიარსებოთ მომდევნო 2 წელს, ვიდრე მსოფლიოშიც და ჩვენთანაც ეს პრობლემა იდგება

გეგმა არაა არც ჩაკეტვა-გახსნა და არც მილიარდობით აღებული ვალით ისევ საკუთარი საარჩევნო ბაზის მოთაფვლა.

გეგმა არის, როგორ ვცხოვრობთ ისე, რომ არც ვიკეტებით და ინფექციაც ისე არ გაგვირბის, რომ ჩაკეტვა არ მოგვიწიოს.

როცა ეს გეგმა არაა და თან "ლოქდაუნის" პირობებში მთავრობა თვალს ხუჭავს ასეულკაციან ქორწილებსა და ქელეხებზე, შემთხვევათა მატება გარდაუვალია.

ასეთი "მენეჯმენტის" პირობებში მომდევნო პიკი მაისში მოუწევს.

ქვეყანა უნდა გაიხსნას, ოღონდ საზოგადოებასთან შეთანხმებული და სათანადოდ აღსრულებული წესებით.

მოვთხოვოთ მთავრობას გეგმა!

წერს ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე. ის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 8-15 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი იხსნება.

კომენტარები