მთავრობის ადმინისტრაცია

ქემოკლიძე: მაქსიმუმს გავაკეთებ პრემიერის ნდობა რომ გავამართლო

1tv.ge

"ჩემთვის დიდი პატივია პრემიერმინისტრ გახარიას მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის მეთაურის პოსტზე ჩემი კანდიდატურის წარდგენა, მე გავაკეთებ მაქსიმუმს, რათა მისი ნდობა და მანდატი გავამართლო" – ამბობს კახა ქემოკლიძე, რომელიც გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა.

პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე ქემოკლიძე "ღირსეულ საჯარო მოხელედ" წარადგინა, რომელიც ქვეყანას წლების განმავლობაში ემსახურებოდა.

კახა ქემოკლიძე 2019 წლის ივლისიდან, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

"იგი მონაწილეობდა ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში, როგორიც არის ჟენევის მოლაპარაკებები, IPRM-ის შეხვედრები და მას აქვს საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ გაუძღვეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიან მუშაობას". – თქვა გიორგი გახარიამ ქემოკლიძის წარდგენისას. 

კომენტარები