მთავრობის ადმინისტრაცია

BMGtv-ის ჟურნალისტი მთავრობის სხდომაზე ისევ არ დაუშვეს

BMGtv-ის ჟურნალისტი და რედაქტორი, თელარა გელანტია მთავრობის სხდომაზე ისევ არ დაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გელანტია თავად ავრცელებს. 

"არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება და ამას კადრულობს პრემიერმინისტრის პრესსამსახური. მოკლედ, დღესაც არ დამიშვეს მთავრობის სხდომაზე! შეგახსენებთ, პირობა ხომ დადეს 12 სექტემბერსვე, რომ შემდეგზე შემოვუშვებთო, მაგრამ დღეს დაურეკა ნინო ცხადაძემ (ნინოს ასე დაავალეს, როგორც ჩანს), BMG-ის დირექტორს და უთხრა, სხვა ნებისმიერი ჟურნალისტი მოვიდეს BMGtv-დანო. მიზეზი რომ იკითხა თამუნა ქემერტელიძემ, აი, ისეთი ამბავი მოჰყვა იმ ფაქტსო, იყო პასუხი.

ხო კიდევ, ოფიციალურად მოვითხოვეთ 12 სექტემბერსვე მიზეზი, რატომ არ დამიშვეს მთავრობის სხდომაზე – მთავრობის კანცელარიამ წერილიც კი არ ჩაიბარა". – წერს თელარა გელანტია. 

ჟურნალისტს მთავრობის სხდომაზე შესვლაზე უარი 12 სექტემბერსაც უთხრეს. მიზეზის მოთხოვნის შემდეგ კი, მისი ცნობით, პრესსამსახურმა უთხრა, რომ "ბევრ კითხვას სვამს". 

ტაბულა მთავრობის პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს. 

კომენტარები