კორონავირუსი და შეზღუდვები

ცქიტიშვილი: ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა არ არის დაგეგმილი

ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის თქმით, ამ ეტაპზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენას არ გეგმავს. ცქიტიშვილის თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მომდევნო პერიოდში ეპიდვითარების შეფასების საფუძველზე მიიღებენ.

"ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირების აღდგენა არ არის დაგეგმილი. ჯერ ჩვენ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენაზე, შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტი იმოქმედებს ყველა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც ის მოქმედებს, მაგრამ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამ ეტაპზე არ ამოქმედდება. ჩვენ შევაფასებთ ეპიდვითარებას ერთ კვირაში, მომდევნო პერიოდში და შემდეგ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას". – თქვა ცქიტიშვილმა. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 7 დღის განმავლობაში ინფიცირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა 4%-მდე და ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება. მათ შორის, 8 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა.

ნახეთ, რა შეზღუდვები იხსნება 8-15 თებერვლიდან – სრულად.

კომენტარები