რუსული ოკუპაცია

სუს: ოკუპანტებმა გუშინ სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრი უკანონონოდ დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტებმა გუშინ, 2 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამავე სოფლის მკვიდრი უკანონოდ დააკავეს.

უწყების ცნობით, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

"უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას". – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

კომენტარები