ალექსეი ნავალნი

გვარამია ნავალნიზე: ბოდიში, მაგრამ სააკაშვილი უკრაინაში, სხვა ქვეყანაში ფეხით შევიდა

ნავალნიზე მე მაღალი წარმოდგენის არ ვარ. ნავალნი არის გამოძერწილი ფიგურა. ახლა თუ ვილაპარაკებთ ქვეყანაში შესვლაზე, ძაან დიდი ბოდიში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი შევიდა უკრაინაში ფეხით, საერთოდ სხვა ქვეყანაში, თავის ქვეყანაში კი არა. ნავალნი ახლა ყველა ევროპული ქვეყნის ელჩმა და ამერიკის ელჩმა რომ ჩასვა თვითმფრინავში, საგზალი ჩაუდო, კარგად დააპურა და ჩააცილა ლამის მოსკოვამდე, მე არ ვარ მასზე დიდი წარმოდგენის, მართალი გითხრათ.

მთავარი რატომაც არ ვარ არის ის, რასაც [ნავალნი] საქართველოზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლაპარაკობს, ამას მე ჯერჯერობით მას ვერ ვაპატიებ, თუ სხვა რამეს არ იტყვის, რა თქმა უნდა. პუტინის და ნავალნის მიმართებები ოკუპაციასთან დაკავშირებით დიდად განსხვავებული არ არის. რა თქმა უნდა, პუტინზე უარესი არაფერი არ არის, მაგრამ მე მაინტერესებს ჩემს ქვეყანასთან რა დამოკიდებულება აქვს კონკრეტულ ადამიანს, თავის ქვეყანაში რას აპირებს, მეორეხარისხოვანია. ნავალნი იქნება ცარი, ოდესმე თუ მოვიდა ხელისუფლებაში, ოღონდ უკეთესი ვიდრე პუტინი.

თქვა ტელეკომპანია მთავარის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნის შეფასებისას. ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. გუშინ, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციონერს 2.8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები