კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: კვლევა მიმდინარეობს, სავარაუდოდ, რეინფიცირების 1 შემთხვევა შეიძლება გვქონდეს

რაც შეეხება რეინფიცირებას – როდესაც ადამიანი ერთხელ ინფიცირდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ, ეს შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბითაც არაა ბევრი. საქართველოში ჩვენ დაკვირვების ქვეშ გვქონდა დაახლოებით 3 ათეულ შემთხვევამდე, იქიდან მოხდა სელექცია და ახლა გენეტიკური კვლევა მიმდინარეობს, სადაც შეიძლება სავარაუდოდ, იყოს ერთ შემთხვევაში [რეინფიცირება], შეიძლება არ დადასტურდეს. ბევრი შემთხვევა უკუგდებული იყო ჩვენს მიერ, სადაც ეჭვი იყო რეინფიცირების. ახლა მიმდინარეობს კიდევ ლაბორატორიული და მათ შორის, გენეტიკური რამდენიმე შემთხვევაზე, ერთზე უფრო იკვეთება, რომ შესაძლებელია, იყოს [რეინფიცირება], მაგრამ ეს ჯერ დადასტურებული არაა...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები