ვაქცინაცია

გამყრელიძე: თუ გვსურს პანდემიის შეჩერება, ერთადერთი გზა მასობრივი ვაქცინაციაა

გლობალურად 104 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. ბოლო ორი კვირა გამოჩნდა პოზიტიური ტენდენცია, რომ გლობალურად ყოველდღიური ახალი შემთხვევები კლებისკენაა [...] საინტერესოა ასევე, რომ გლობალურად თითქმის უკვე დაეწია ვაქცინირებულთა რაოდენობა ინფიცირებულებისას. 101 მილიონი ადამიანია უკვე აცრილი – დაეწია უკვე თითქმის ინფიცირებულთა რაოდენობას და ამ 101 მილიონი აცრიდან არცერთი სიკვდილი არ აღრიცხულა. აქედან მთავარი გზავნილია, რომ ჩვენ თუ გვინდა, დავამარცხოთ და შევაჩეროთ პანდემია, ერთადერთი მთავარი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები