კორონავირუსი და შეზღუდვები

თურნავა რესტორნებზე: დაუმორჩილებლობას მკაცრი რეაქცია მოჰყვება, ნუ გაართულებენ დიალოგს

გასაგებია, რომ მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, კანონის და ეპიდემიოლოგიური წესების მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება მკაცრი რეაქცია.

ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვიხილავთ, როდის შეგვეძლება, რომ აჭარის მოდელი გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე და ვეძებთ გამოსავალს.

ჩემი თხოვნაც იქნება და იმედს გამოვხატავ, რომ რესტორნები ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენ შორის.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, გვექნება მათთან მიმართებით კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაზეც ყოველდღიურად ვმსჯელობთ, თუმცა, ასეთი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია დაუმორჩილებლობასთან, კანონის დარღვევასთან, ძალიან გაართულებს ამ დიალოგს. იმედს გამოვთქვამ, ეს ასე არ მოხდება...

ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იმ 200-მდე რესტორანზე, რომლებიც პროტესტის ნიშნად, 6 თებერვალს გახსნას აპირებენ.

კომენტარები