კორონავირუსი და შეზღუდვები

რესტორატორები: პროტესტის ნიშნად რესტორნებს 6 თებერვლიდან გავხსნით

luxuryresortphotography.com

როგორც რესტორატორები ამბობენ, გადაწყვიტეს, რომ პროტესტის ნიშნად რესტორნებს 6 თებერვლიდან გახსნიან.

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შოთა ბურჯანაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ 6 თებერვლიდან მუშაობას 200-მდე რესტორანი დაიწყებს, თუმცა მათი რაოდენობა გაიზრდება. 

მუშაობის განახლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე Facebook-ზე ლევან ქოქიაშვილმა დაწერა.

"სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა. რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები.

აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი". – დაწერა მან.

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია 30 იანვარს ჩატარდა. როგორც ორგანიზატორებმა თქვეს, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა 1-ლი თებერვლიდან გახსნის გეგმას არ წარადგენდა, დაუმორჩილებლობას გამოაცხადებდნენ და მუშაობას განაახლებდენ. ასევე, 30 თებერვალს რესტორნებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და გატანის სერვისი გათიშეს.

კომენტარები