არჩევნები 2020

ჯაფარიძე: სადეპუტატო მანდატების ვადის გახანგრძლივებაზე საუბარი არის ერთი ადგილის თამაში

მთელი თემის გადატანა იმაზე, რომ თითქოს მოლაპარაკებები არის პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე, სისულელეა, ტყუილია, უბრალოდ არ არის შესვლა-არშესვლაზე ეს მოლაპარაკებები. ეს არის მთავარი თემა ოცნებისთვის, თორე არასოდეს არ ყოფილა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის და იქ სხედან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც იძახიან, რომ მათ შორის ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, 4 პუნქტი რომ არის წარდგენილი, თუ დააკმაყოფილეს, იმ შემთხვევაშიც არ აპირებენ ისინი პარლამენტში შესვლას. ეს, მათ შორის მოლაპარაკებების მაგიდაზეც ისმოდა.
ეხლა რომ რაღაც ვადა იწურება, ყველამ ვიცოდით მანამდე, მეც ვიცოდი და მიუხედავად ამისა, გადავდგი ეს ნაბიჯი და ეხლა, როდესაც ოცნება არ მოდის დათმობაზე, საუბარი იმაზე, რომ მოდი ეხლა კიდე ვადა გავახანგრძლივო, იქნებ დარჩეს რაღაცა შანსი და რაღაცები, ჩემი აზრით, არის ერთი ადგილის თამაში, ჩემი მხრიდან იქნება ერთი ადგილის თამაში, სხვას არავის არ ვეხები, მე რაც ვთქვი, ჩემ სიტყვაზე ვარ მე პასუხისმგებელი...

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა გირჩი ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერში პარლამენტში ოპოზიციური პარტიებისთვის სადეპუტატო მანდატების უფლებამოსილების შეწყვეტაზე ისაუბრა. დღეს პარტია გირჩმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ქართულ ოცნებას თხოვნით მიმართავს, რომ ხვალინდელ სხდომაზე მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს გირჩის წევრებიც მიმართავენ.

 

კომენტარები