არჩევნები 2020

გახარია ოპოზიციას: საქართველოს მოქალაქემ თქვა, პარლამენტშია თქვენი ადგილი, იქ იზრუნეთ ჩემზე

დღეს საქართველოს მოქალაქემ თავისი მანდატის ფარგლებში თქვა, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში. იქ არის არჩეული დეპუტატის ადგილი, რომელსაც ეს მანდატი საქართველოს მოქალაქემ განუსაზღვრა და თქვა, რომ პარლამენტშია თქვენი ადგილი, ბატონებო. იქ იშრომეთ და იზრუნეთ ჩემზე და მომიგვარეთ ის პრობლემები, რომელიც მე მაქვს. ვიღაცას ესმის ეს პასუხისმგებლობა და ვიღაცას ეს არ ესმის. ვისაც ესმის, ის შრომობს პარლამენტში, ვისაც არ ესმის, ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს იმას, ვისაც ეს ესმის...

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს იმერეთში სტუმრობისას განუცხადა.

კომენტარები